ფეხბურთი

15:49 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდი: „სულშერი ახლა „მანჩესტერისთვის“ საუკეთესო მწვრთნელია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევს, მარკუს რაშფორდს, მიაჩნია, რომ დღეისათვის ულე-გუნარ სულშერი კლუბის მწვრთნელობის საუკეთესო ვარიანტია.

„ტოტენჰემმა“ მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და ახლა ის უმუშევრადაა. არგენტინელ სპეციალისტს „მანჩესტერსაც“ უკავშირებდნენ რამდენჯერმე, მაგრამ რაშფორდი ამბობს, რომ სულშერს ენდობიან.

„ივლისში ახალი კონტრაქტი გავაფორმე და არანაირი ეჭვი შემპარვია ჩვენს მომავალში. ულე შესანიშნავი ადამიანია. კლუბის ინტერესები მისთვის უპირველესია. ძალიან განიცდის ცუდ შედეგებს. ჩვენ ერთ ტალღაზე ვართ და ვფიქრობ, დღეისათვის „მანჩესტერი“ მასზე უკეთეს სპეციალისტს ვერ იპოვნის.

უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ბოლო პრიზი მოვიგეთ. თითქოს მას შემდეგ მარადისობა გავიდა. თუ ოთხეულში უპრიზოდ მოვხვდებით, კმაყოფილი არ ვიქნები, აი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა და რაიმე თასის მოგება კი სეზონს წარმატებულს გახდიდა.“ - უთხრა რაშფორდმა Sky Sports-ს.

0.11776