ფეხბურთი

14:53 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ - იბრაჰიმოვიჩს: 6 მილიონი წელიწადნახევარში

ცნობილი გახდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხელფასის ოდენობა, თუ ის „მილანში“ გადავა - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

კლუბს შვედთან ნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით. 6 მილიონი ევრო 18 თვეში - ასეთია მილანური კლუბის შეთავაზება. წყაროს ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩის საკითხი ორ-სამ კვირაში გაირკვევა.

„ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ კონტრაქტი შვედს 2019 წლის ბოლოს ეწურება, მაგრამ იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

0.112692