დედამიწის კიდით-კიდემდე გადაშლილ ჩვენს რუბრიკაში სადაურ და რომელი ჯურის ლამაზმანს არ წააწყდება კაცი. დაწყებული ლათინოამერიკელი შავტუხა ასულებით და დასრულებული ევროპელი თეთრყირმიზა მოდელებით. შუა აზიელები კი რატომღაც “გვეჩაგრებიან“ და ეს უსამართლობა სასწრაფოდააა აღმოსაფხვრელი.
ამიტომაც წარმოგიდგენთ უზბეკ მსახიობს, ეიდინ იუსუპოვას, რომელიც სიყმაწვილეში მშვილდოსანი გახლდათ და საკმაოდ წარმატებულიც. თუმცა, ბევრი ქალი სპორტსმენისგან განსხვავებით ეიდინსაც სწრაფი პოპულარობის ჭიამ შეუღიტინა და მსახიობობა დღეს მისი უმთავრესი ხელობა და სამოქმედო არეალია.
ეიდინ იუსუპოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ცხოვრობს და იქაურ ტელევიზიებთან საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ მან რამდენჯერმე მონაწილეობა რუსულ ტელე-სერიალებშიც მიიღო და პოპულარობა სწორედ ასე მოიხვეჭა. რას ვიზამთ, ყველა ჰოლივუდის მკვიდრი ვერ გახდება...