ფეხბურთი

9:45 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: „სამარცხვინოა“

„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის ჯგუფში მეტოქეები წილისყრამდეა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბელგიელები B ჯგუფში დანიის, რუსეთის და უელსის ან ფინეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდნენ.

„სამაცხვინოა. ჩემთვის ეს შეჯიბრის გაუკუღმართებას ნიშნავს. ფეხბურთი სულ უფრო მეტად იძირება ბიზნესში.“ - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს Het Nieuwsblsd.

0.115663