კალათბურთი

2:15 | 21.11.2019 | ნანახია 2442 - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული ცსკა-სთან

ევროლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და მეტად ფასეული გამარჯვება იზეიმა - 80:70. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ გადამწყვეტი ფაზა ესპანელებმა უკეთ ჩაატარეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმეს.

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ლიდერობდა, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო. თორნიკემ 32:10 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.

ქართველ მძიმე ფორვარდს ორივე გუნდის რიგებში როგორც მარგი ქმედების კოეფიციენტით (23), ისე ჩაგდებული ქულების (22) რაოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, MVP-ის ტიტული მიიღო.

მეტ ჯენინგს რაც შეეხება, ამერიკელმა 19 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

„ბასკონიას“ 4 მოგების წილ 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე პოზიციაზეა. ვიტორიელები მომდევნო ტურში 23 ნოემბერს, კიდევ რუსულ გუნდს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებენ.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:49 | 22.11.2019
phamyen (12)

Thanks for sharing this valuable information to our vision. You have posted a trust worthy blog keep sharing.
0?'>https://clickerheroes.games':'>https://clickerheroes.games'))

23:04 | 21.11.2019
federer (17) (15576)

ასეთ ხოდზე თოკო არასდროა ყოფილა სტაბილურად +20 ქულიანი მოთამაშე ევროპაში თითქმის წარმოუდგენელია.

19:57 | 21.11.2019
fidofido (3392)

თოკოს რამაგარი სეზონი აქვს მარა გუნდი ჰყავს ყანა

19:18 | 21.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძაან მაგარი ამბავი ცსკასთან ორმაგი მოტივაციით ძალიან კარგ ფორმასია თორნიკე

16:18 | 21.11.2019
vaxo_5 (549)

... და NBA დაკეტილია ?

10:33 | 21.11.2019
sabonis (9584)

ოო ცსკას კიდე უფრო გაუმძაფრდება თოკოს შეძენის სურვილი.D

0.125646