ფეხბურთი

9:08 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიუ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში „ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, „განსაკუთრებულის“ აგენტები ბოლო წვრილმანებს ათანხმებენ კლუბთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „დეზების“ მფლობელმა, დანიელ ლევიმ, თანამდებობიდან გაათავისუფლა მაურისიო პოჩეტინო, რომელიც კლუბში 2014 წლიდან მუშაობდა.

beIN Sports-ის მტკიცებით, კონტრაქტი სამწლიანი იქნება (2+1), ხელფასი კი დაახლოებით 13 მილიონი წელიწადში, ანუ იმდენივე, რამდენიც პოჩეტინოს ჰქონდა.

მოურინიუს ბოლო სამუშაო ადგილი „მანჩესტერ იუნაიუტედი“ გახლდათ, საიდანაც ის 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116966