ფეხბურთი

3:10 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "შეტევაში ხარისხი და გამოცდილება დაგვაკლდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წლის ბოლო მატჩის შემდეგ, რომელიც ხორვატიასთან „ჯვაროსნებმა“ (1:2) წააგეს, კომენტარი გააკეთა. სლოვაკი სპეციალისტის თქმით, თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ შეტევაში ხარისხისა და გამოცდილების ნაკლებობამ მარცხი განაპირობა.

"საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა, მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100 პროცენტიანი შანსი, 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2020 წელს, 26 მარტს ბელარუსის ნაკრებთან თბილისში ერთა ლიგის ნახევარფინალის ეგიდით გამართავს.

0.117393