ფეხბურთი

2:20 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: კალათები, ჯგუფები, მასპინძელი ქალაქები

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, 24-დან 20 ნაკრები უკვე ცნობილია, რომლებიც ზაფხულში წლის მთავარ საფეხბურთო ტურნირში ითამაშებენ.

დანარჩენი ოთხი გუნდის ვინაობა კი, 2020 წლის მარტში, ერთა ლიგის ოთხი დივიზიონის პლეი-ოფში გამოვლინდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელ ნაკრებთა ჩამონათვალი ასეთია:

ბელგია, იტალია, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა, საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია, ჰოლანდია, რუსეთი, პორტუგალია, თურქეთი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი, უელსი და ფინეთი.

ფინალური ეტაპის წილისყრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 30 ნოემბერს გაიმართება. 20 ნაკრები კალათებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

I კალათა

ბელგია, იტალია, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა

II კალათა

საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია, ჰოლანდია, რუსეთი

III კალათა

პორტუგალია, თურქეთი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი

IV კალათა

უელსი, ფინეთი, ერთა ლიგის A, B, C და D დივიზიონის პლეი-ოფების ჩემპიონები

საერთოდ, წილისყრამდე უკვე ცნობილია რამდენიმე დეტალი. მაგალითად, ყველა ჯგუფს უკვე ჰყავს ერთი წევრი, ხოლო B ჯგუფში ვაკანტური საერთოდაც ერთი ადგილია, რომელსაც ერთა ლიგის პლეი-ოფში წარმატებული ერთ-ერთი გუნდი შეავსებს.

A ჯგუფი

მასპინძელი ქალაქები: რომი და ბაქო

წევრი: იტალია („სკუარდა აძურა“ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩაატარებს)

B ჯგუფი

მასპინძელი ქალაქები: სანქტ-პეტერბურგი და კოპენჰაგენი

წევრები: ბელგია, რუსეთი, დანია

C ჯგუფი

მასპინძელი ქალაქები: ამსტერდამი და ბუქარესტი

წევრები: უკრაინა, ჰოლანდია

D ჯგუფი

მასპინძელი ქალაქები: ლონდონი და გლაზგო

წევრი: ინგლისი („ლომები“ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს ლონდონში, „უემბლიზე“ გამართავენ)

E ჯგუფი

მასპინძელი ქალაქები: ბილბაო და დუბლინი

წევრი: ესპანეთი („ფურია როხა“ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს ბილბაოში, „სან მამესზე“ ჩაატარებს)

F ჯგუფი

მასპინძელი ქალაქები: ბუდაპეშტი და მიუნხენი

წევრი: გერმანია („ბუნდესნაკრები“ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გამართავს)

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პლეი-ოფები 2020 წლის 26 (ნახევარფინალები) და 31 მარტს (ფინალები) გაიმართება. საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ჩრდ. მაკედონიისა და კოსოვოს წყვილში საუკეთესოს შეხვდება. ფინალის მასპინძელი ქალაქი 22 ნოემბერს, წილისყრის შედეგად გამოვლინდება.

თეგებიევრო 2020
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.1185