უელსის ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. რაიან გიგზის გუნდმა შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში უნგრეთს უმასპინძლა და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა.
საერთოდ, ჯგუფში მეორე ადგილისთვის უელსი, უნგრეთი და სლოვაკეთი იბრძოდნენ, მაგრამ უელსელთა უპირატესობა ის იყო, რომ ყველაფერი მათ ხელში გახლდათ - გამარჯვება ევრო 2020-ის საგზურის ტოლფასი იქნებოდა.
მატჩის გმირი აარონ რემზი გახდა, რომელმაც მე-15 და 47-ე წუთებზე სლოვაკები ორგზის დაამწუხრა და უელსის ნაკრებს ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
უელსი ევრო 2020-ის მეოცე მონაწილეა. დანარჩენი ოთხი საგზურის მფლობელი კი, მარტში ერთა ლიგის პლეი-ოფების შედეგად გამოვლინდება.
უელსი - უნგრეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 რემზი(15), 2:0 რემზი (47)