ფეხბურთი

0:15 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პოჩეტინო "ტოტენჰემიდან" დაითხოვეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინო დაითხოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ეს არ ყოფილა ადვილად მისაღები გადაწყვეტილება. ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგები, როგორც გასულ სეზონში, ისე მიმდინარე სეზონში დასაწყისში საგანგაშოა და იმედგაცრუებულები ვართ. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით რთული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვემშვიდობებით მაურისიოსა და მის სტაფს“, - თქვა დანიელ ლევიმ.

„ტოტენჰემმა“ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, განსაკუთრებით პრემიერლიგაში, სადაც 12 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014 წლიდან თავკაცობდა და 5 სეზონის განმავლობაში „მამლებს“ ერთი ტიტულიც ვერ მოაგებინა. საუკეთესო შედეგი კი, შარშან დააფიქსირა, როდესაც ლონდონური გუნდის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტს.

0.112106