საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა პორტუგალიაში გამართული პირველი შესარჩევი ეტაპი დაძლია.
ქართველი ფეხბურთელები ბოლო ტურში ალბანეთს უგოლოდ დაუზავდნენ და ჯგუფში მესამე ადგილი ორი ქულით დაიკავეს.
თუმცა, ვინაიდან ელიტ-რაუნში ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადიოდა, ქართველებსაც ერგოთ საგზური. უნდა ვთქვათ, რომ მესამე ადგილოსნებს შორის ცალკე ცხრილი იყო შექმნილი, სადაც მათ ჯგუფის ბოლო ადგილოსანთან მოპოვებული ქულები არ ეწერებოდათ.
შედეგად, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა საწყის ორ გუნდთან (უკრაინა-პორტუგალია) ერთი ქულა მოიპოვა და მესამეადგილოსნებს შორის მეოთხე, ელიტ-რაუნდში გამსვლელი შედეგი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჩიტაურის გუნდს გოლი არ გაუტანია წინასწარ შესარჩევ ეტაპზე, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ყველა გუნდს ჯგუფის ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი აკლდებოდა, ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედა.