ჩოგბურთი

21:22 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ATP Cup-ზე საქართველოს მესამე მეტოქე ცნობილია

2020 წლის იანვარში ახალი საჩოგბურთო ტურნირი ATP Cup დაიწყება, რომელიც ავსტრალიის სამ ქალაქში ბრიზბენში, პერსსა და სიდნეიში გაიმართება.

საქართველო B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ესპანეთი, იაპონია და ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ურუგვაი იქნება.

საქართველოს ტურნირზე ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილის დასმახურებაა, რომელიც სექტემბრის თვეში მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე იყო, ნიკასთან ერთად ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველი იასპარეზებს. ესპანეთის ნაკრებთან წარმატებაზე ფიქრი რთული იქნება, რადგან პირინეელებს რაფაელ ნადალი და რობერტო ბაუტისტა-აგუტი წარადგენენ. იაპონიის ნაკრებში კეი ნიშიკორი და იოშიჰიტა ნიშიოკა იასპარზებენ. ხოლო ჩვენს ნაკრებს ყველაზე დიდი შანსი ურუგვაისთან ექნებათ, სამხრეთ ამერიკელების შემადგენლობა ასე გმაოიყურება, მსოფლიო რეიტინგის 33-ე ნომერი პაბლო კუევასი და რეიტინგის 525-ე ნომერი მარტინ კუევასი.

ტურნირის 3-12 იანვარს გაიმართება.

0.115654