ფეხბურთი

16:46 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს ისევ ლუის ენრიკე გაწვრთნის

ლუის ენრიკე ოფიციალურად დაბრუნდა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ეს ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმაც დაადასტურა.

„მნიშვნელოვანია, სიმართლე იცოდეთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუის ენრიკე დაბრუნდა თანამდებობაზე. 19 ივნისს რობერტ მორენო გავიცანით. იმ დღესვე გავაფორმეთ კონტრაქტი, სადაც არსებობდა ერთი პუნქტი. თუ ლუის ენრიკე დაბრუნებას გადაწყეტდა, ხელი მისთვის არავის უნდა შეეშალა. ასე რომ, მოტყუებული არავინ დარჩენილა.“ - ციტირებს რუბიალესის სიტყვებს Sport.es.

შეგახსენებთ, რომ ენრიკემ ეროვნული გუნდი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც შემდეგ, წლეულს იანვარში გარდაიცვალა.

ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ჯერ კიდევ გასულ ოქტომბერს გაინაღდა. ევრო 2020-ზე გასვლა მთავარმა მწვრთნელმა, მორენომ ლუის ენრიკეს მიუძღვნა.

0.116146