ქართველი ლეგიონერები

13:51 | 19.11.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ქართველების 4 გოლი ევროტურნირებზე (+VIDEO)

რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბი, სკოპიეს მეტალურგი EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში 19-24 დამარცხდა სლოვენიაში, ველენიესთან. საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს გამართება მაკედონიაში.

ვიდეო: https://www.facebook.com/GEONHF/videos/725529517943103

ორი მატჩის გამარჯვებული გავა რანგით მეორე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი მატჩი, სლოვენიაში, ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა და თავი 3 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

მეტალურგმა პირველი ტაიმი 11-10 მოიგო, შესვენების შემდეგ კი სწრაფად ჩამორჩა მასპინძელ გუნდს და 19-24 დამარცხდა, თუმცა, საპასუხო მატჩში შანსებს ინარჩუნებს.

ხელბურთი. EHF თასი. მესამე შესარჩევი რაუნდი, პირველი მატჩი

ველენიე (სლოვენია) - მეტალურგი (მაკედონია) 24-19

მეტ: დუპიაჩანეცი, გიორგიესკი - ტანკოსკი 4, ჭანტურია 3, მარიჩი 3, პოპოვიჩი 3, სერაფიმოვი 3, კბილაშილი 1, იაგურინოვსკი 1, ლაზარევსკი 1, არსენოვსკი, დოდიჩი, კონდევი, მარკოსკი, მლადენოვიჩი, შილეგოვი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.071597