პოლონელი მოდელი ვერონიკა იაკუბოვსკა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარშავაში მინარნარე ლამაზმანთა შორის ერთ-ერთი უპირველესთაგანია და სწორედ ეს გამორჩეულობა გახდა იმის მიზეზი, რომ ეს მშვენიერი ასული 2017 წელს სილამაზის კარგად მცოდნე ხალხმა “მის პოლონეთად“ დაასახელა.
ვერონიკა იაკუბოვსკა ამ ბოლო დროს პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმის წოდების მფლობელობაზეც დებს თავს და ამ ტიტულს არაერთი პოლონელი ჟურნალისტი უკვე ვერონიკას ხელთაპყრობილად თვლის. მით უმეტეს, რომ ეს წოდება დიდ და სულისშემხუთველ კონკურენციაშია მოპოვებული.
რაც შეეხება იაკუბოვსკას ქალის ამჟამინდელ სამოდელო კარიერას, ჯერ ისევ პოლონეთში მოღვაწეობს, თუმცა თვალი საფრანგეთისა და იტალიისკენ უჭირავს, მით უმეტეს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში უკვე არაერთი წარმატებული ჩვენება ჰქონია და კაცმა რომ თქვას გზა დასავლეთიკენ უკვე ხსნილი აქვს.