ფეხბურთი

1:07 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდორის ნაკრების ფეხბურთელის ისტორიული რეკორდი

ანდორის ნაკრების კაპიტანი ილდელფონს ლიმა სანაკრებო დონეზე რეკორდის ავტორი გახდა. ლიმა ანდორის ნაკრების ღირსებას უკვე 22 წელია და 148 დღეა იცავს, რაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რეკორდია.

ამაზე ხანგრძლივი პერიოდი ეროვნულ ნაკრებში არავის გაუტარებია. ლიმამ თურქეთთან (0:2) მატჩში დაამყარა საპატიო რეკორდი და ეკვადორელ ივან ურტადოს აჯობა, რომელიც თავისი ქვეყნის მთავარი გუნდის რიგებში 1992-2014 წლებში ირჯებოდა.

39 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 127 მატჩი და 11 გოლია. ცნობისთვის, ურტადომ ეკვადორის მაისური 168-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ლიმა, ცნობილია, როგორც საფეხბურთო მაისურების კოლექციონერი და მის კოლექციაში ვაკო ყაზაიშვილის მაისურიცაა, შარშან ანდორა - საქართველოს მატჩიდან.

0.120416