ფეხბურთი

22:42 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ივიცა ოლიჩი: "საქართველოს შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას"

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ივიცა ოლიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. თავიდანვე ვთქვათ, რომ მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი პრესკონფერენციაზე არ ყოფილა.

ოლიჩის განცხადებით კი, ამხანაგურ მატჩს სწორად უნდა მიუდგნენ, რადგან საქართველოს პრობლემების შექმნა შეუძლია.

„თამაშის შესაძლებლობა ყველა ფეხბურთელს მიეცემა, ძლიერი მეტოქის ყოლის მიუხედავად. ტუნისთან მატჩმა გვანახა, რამდენად რთულია ამხანაგური თამაშები და მეტოქესაც კარგი რეპუტაცია აქვს. თუ სწორად არ მივუდგებით ამ შეხვედრას შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან.

ვეცდებით, შანსი ყველა მოთამაშეს მივცეთ, იმედი მაქვს ჩვენს მოლოდინს გაამართლებენ და კარგი მატჩი იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს მცირე დაზიანება აღენიშნებათ. ვიცით, რომ ბრუნო პეტკოვიჩი დაისვენებს, რადგან პარასკევს კლუბში თამაში აქვს. კარგია, რომ ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, ვიცით როგორ თამაშობენ ბროჟოვიჩი, მოდრიჩი, ვლაშიჩი. იგივე როგი, რომელიც დაგვიბრუნდა მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ არ ენდობოდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე დიდი კონკურენცია იქნება. გერმანია, საფრანგეთი, იტალია დაბრუნდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ უელსთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან, მაგრამ ჩვენს ხარისხსს მხოლოდ დიდ გუნდებთან დავინახავთ“, - განაცხადა ოლიჩმა.

შეგახსენებთ, ხორვატია - საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115182