საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ნიტრაში, სლოვაკ თანატოლებთან გამართავს.
გუნდების ძირითადი შემადგენლობები ასეთია:
სლოვაკეთი (4-3-3): შიპოში; ვალო, შულეკი, ორავეცი, მოიჟიში; გამბოში, პორონი, ჰერცი; კოლეშარი, ალმასი, ჩობოტი
მწვრთნელი: ადრიან გულა
საქართველო (3-4-3): გუგეშაშვილი; ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური; მალი, კუცია, ქოჩორაშვილი, ტაბატაძე; კვარაცხელია, კოხრეიძე, დავითაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
მსაჯი: ელდორიან ჰამიტი (ალბანეთი)
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზეა“ დაგეგმილი.