ფეხბურთი

18:10 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "კარტოფილის მოედანზე ვითამაშეთ"

კრიშტიანუ რონალდუმ ლუქსემბურგთან (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მინდვრის საფარი დაიწუნა. პორტუგალიელის განცხადებით, კარტოფილის მოედანზე მოუწიათ თამაში.

„ორი რთული თამაში გვქონდა, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვეგო და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხეთ. ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ეს ჩემი მეხუთე ჩემპიონატი იქნება.

რთული იყო ასეთი ტიპის მინდროზე თამაში, კარტოფილი მოედანი გახლდათ. შეუძლებელია ამ დონის გუნდებმა მსგავსი ხარისხის გაზონზე ითამაშონ. ჩვენი თამაში არ ყოფილა ბრწყინვალე, მაგრამ საქმე გავაკეთეთ, 2:0 მოვიგეთ და ეს იყო ჩვენი პრიორიტეტი.

ვამაყობ, რომ პორტუგალიელი ვარ, არასდროს შევიცვლიდი ჩემს ეროვნებას. ბედნიერი ვარ იმის გამო, რაც დანილომ ჩემზე თქვა (დანილომ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრები კრიშტიანუსთან ერთად ხუთჯერ მოიგებდა მსოფლიო ჩემპიონატს - ავტ), ბრაზილია ყველა დროის საუკეთესო გუნდია. ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატზე 2016 წელს ფავორიტები არ ვიყავით, მაგრამ ჩემპიონობა მოვახერხეთ. ახლაც წავალთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით, ყველა გუნდი ფავორიტია“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ზაფხულში ტიტულის დაცვის შანსი ექნება.

0.128119