ფეხბურთი

17:40 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას აგენტი: "ბაიერნი"? არავისთან კონტაქტი არ გვქონია"

პეპ გვარდიოლას აგენტმა ხოსეპ მარია ორობიტგმა მისი კლიენტის „ბაიერნში“ შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გვარდიოლა „სიტიში“ კარგადაა.

„ფეხბურთში დარწმუნებით არაფრის თქმა შეიძლება. გასულ ოთხშაბათს პეპს ვესაუბრე, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე. „მანჩესტერ სიტიში“ კარგადაა, ისევე როგორც თვითონ ქალაქ მანჩესტერში. კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

გვარდიოლას შესახებ არავინ დამკავშირვებია, მხოლოდ პრესა, რომელიც მის შესახებ ინფორმაციას მეკითხება“, - თქვა ორობიტგმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ყველაზე ხშირად გვარდიოლას უკავშირებენ.

0.117307