თანამედროვე მობურთალთა შორის თუკი ვინმეს ეკუთვნის უპირველესი მექალთანის სტატუსი, ეს ბრაზილიელი ნეიმარია, რომელიც ლამის თვეში ერთხელ ახალ ლამაზმანთან ჩნდება საზოგადოების წინაშე და საჭორაოს სკანდალებზე თვალებდაჭყეტილ ბულვარულ მედიას ყოველთვის აძლევს.
რამდენიმე დღის წინ, ბარსელონაში გამართულ ერთ-ერთ დიდ და გლამურულ წვეულებაზე ნეიმარი ახლაგაზრდა ესპანელ მოდელთან ნოა საეზისთან ერთად წარსდგა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ მექალთანე ბიჭს რა რა და ქალების არჩევის კუთხით გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ სატრფიალო ურთიერთობებზე საკუთრივ ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯერ არაფერს ამბობს, მედია შორსმიმავალ დასკვნებს აკეთებს და იმასაც კი ვარაუდობენ, რომ სწორედ ნოა საეზი გახდება ფეხბურთელის კატალონიის დედაქალაქში დაბრუნების მიზეზი. ისე, ასეთი ქალის გამო კი ღირს ქალაქიდან-ქალაქში წანწალი...