ავტოსპორტი

3:11 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ბრაზილიური თრილერი მოიგო

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი - ბრაზილს დიდი პრიზი, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. „რედ ბულის“ პილოტმა უშუალო ბრძოლაში აჯობა მსოფლიოს უკვე ექვსგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ნარბოლევს კი აღიარა, რომ საბოლოო გამარჯვებაში, საბურავების სწორი სტრატეგია დაეხმარა.

მეორე ადგილი „რედ ბულის“ ყოფილმა პილოტმა, ახლა კი „ტორო როსოთი“ მოასპარეზე პიერ გასლიმ დაიკავა. ფ1-ში „ჰონდას“ დაბრუნების შემდგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი ძრავებით მოასპარეზე პილოტებმა კვარცხლბეკზე პირველი ორი საფეხური დაიკავეს.

ფინიშის ხაზი მესამემ ჰამილტონმა გადაკვეთა, რომელსაც რბოლის მიწურულს ინციდენტი შეემთხვა ალექს ალბონთან, რამაც ტაილანდელი უქულოდ დატოვა. არადა, რეალური იყო იმის შანსი, რომ პირველი სამი ადგილი „ჰონდას“ ძრავებით მოსარგებლეებს დაეკავებინათ. ამ შემთხვევის გამო, ჰამილტონი 5 წამით დაისაჯა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მესამე ადგილზე კარლოს საინსი გადასულიყო. თუმცა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა „მერსედესის“ პილოტმა მიიღო, რადგან სტიუარდებმა მისი დასჯის გადაწყვეტილება მოგვინებით მიიღეს. ჰამილტონმა ალბონს დაჯილდოების ცერემონიამდე, რუბენს ბარიკელოსთან სახელდახელო ინტერვიუს დროს მოუბოდიშა. ფერსტაპენი შეაქო და აღიარა, დრეს ის მიუწვდომელი იყოო.

რბოლის ბოლოს ინციდენტი „ფერარის“ პილოტებსაც შეემთხვათ, რამაც ორივე ასპარეზობას გამოთიშა. ეს საკმრისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ფერსტაპენს მრბოლთა კლასიფიკაციაში უკან მოეტოვებინა შარლ ლეკლერი და მესამე ადგილზე გადასულიყო. მეორე ადგილი კი განაღდებული აქვს ვალტერი ბოტასს, რომელმაც რბოლა ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერ დაასრულა.

ფერსტაპენმა სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ რბოლისას ორჯერ დასჭირდა ჰამილტონის გასწრება. ის პიტსტოპის შესრულებისას (ორივე პიტ სტოპზე გუნდი 1.9 წამში მოემსახურა!), პიტლეინზე რობერტ კუბიცასთან შეჯახებასაც გადაურჩა და საბოლოოდ, კარიერაში მერვე, ამ სეზონში კი მესამე გამარჯვება იზეიმა. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როვა რბოლა პოულიდან მოიგო.

ბრაზილიის დიდი პრიზი

სან პაული, ინტერლაგუში, დისტანცია 305.939 კმ (4.309 კმ, 71 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
  2. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 6.077
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 6.139
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 8.896
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 9.452
  6. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 10.201
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 10.541
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 11.204
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 11.529
  10. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 11.931
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 12.732
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 13.059
  13. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 13.599
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 14.247
  15. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 14.927
  16. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1 წრე
  17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 6 წრე
  18. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 6 წრე
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 6 წრე
  20. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 20 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:10.698 (43-ე წრე, 219.417 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 387 ქულა (ჩემპიონი); 2. ვალტერი ბოტასი - 314; 3. მაქს ფერსტაპენი - 260; 4. შარლ ლეკლერი - 249; 5. სებასტიან ფეტელი - 230; 6-7. პიერ გასლი და კარლოს საინსი - 95; 8. ალექს ალბონი - 84; 9. დანიელ რიკარდო - 54; 10. სერხიო პერესი - 46; 11. ლანდო ნორისი - 45; 12. კიმი რაიკონენი - 43; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 37; 14. დანიილ კვიატი - 35; 15. ლანს სტროლი - 21; 16. კევინ მაგნუსენი - 20; 17. ანტონიო ჯოვინაცი - 14; 18. რომენ გროჟანი - 8; 19. რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 701 ქულა (ჩემპიონი); 2. ფერარი - 479; 3. რედ ბულ-ჰონდა - 391; 4. მაკლარენ-რენო - 140; 5. რენო - 91; 6. ტორო როსო-ჰონდა - 83; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 67; 8. ალფა რომეო-ფერარი - 57; 9. ჰაას-ფერარი - 28;

  1. უილიამს-მერსედესი - 1.
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112727