ფეხბურთი

1:03 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "ყველა მონახაზი უნდა გამოვცადოთ, რომელსაც ბელარუსთან გამოვიყენებთ"

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან ჩაატარებს. აღნიშნული თამაშის წინ ვაკო გვილიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მეტოქე ძლიერია, მაგრამ საქართველომ ეს 90 წუთი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.

"ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუშინ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ხორვატები მსოფლიო ვიცე-ჩემპიონები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით წინ კარგი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამზადებელი თამაში მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც შესაძლოა ბელარუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა. ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლეი-ოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“, - ციტირებს გვილიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, ხორვატია - საქართველოს სპარინგი 19 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179606