დორტმუნდის „ბორუსიის“ ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯეიდონ სანჩომ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს - წერს Mirror.
წყაროს ინფორმაციით, 19 წლის გარემარბის შეძენით „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებულა. პარიზელები მასში ნეიმარის შემცვლელს ხედავენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა „ბარსელონაში“ დაბუნრბის სურვილი გამოთქვა.
ფრანგების გარდა, სანჩოს გადაბირება „ლივერპულს,“ „მანჩესტერ იუნაიტედს,“ მადრიდის „რეალს“ და „ბარსელონას“ სურთ. თავად სანჩოს კი „დორტმუნდის“ დატოვება გადაუწყვეტია.
მიმდინარე სეზონში, სანჩომ, ბუნდესლიგის 8 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.