ფეხბურთი

23:37 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" გვარდიოლას დაბრუნება სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ ახალმა პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა „რეკორდმაისტერში“ პეპ გვარდიოლას შესაძლოა დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. ესპანელ სპეციალისტს მიუნხენურ გიგანტთან ბოლო დროს ხშირად აკავშირებენ და გერმანული მედიის ცნობით, მიუნხენში გვარდიოლას დანიშვნას 2020 წლის ზაფხულში გეგმავენ.

„პეპი სუპერმწვრთნელია, მაგრამ ამჟამად „მანჩესტერ სიტისთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ჩვენ ვისაუბრებთ დირექტორთა საბჭოსთან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლო საუკეთესო მწვრთნელის მოწვევა გვსურს“, - აღნიშნა ჰაინერმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნს“ დროებით ჰანს-დიტერ ფლიკი წვრთნის. რაც შეეხება გვარდიოლას, „ბაიერნში“ 2013-2016 წლებში უკვე მუშაობდა და იქაურ გარემოს ძალიან კარგად იცნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113951