საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიის ქალაქ პულაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.
ვლადიმირ ვაისის გუნდი წლის დასკვნითი შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება, რადგან შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ გუნდი ზურიკო დავითაშვილმა დატოვა. 18 წლის შემტევმა სლოვაკეთში გადაინაცვლა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდა.
გუნდში დარჩენილ ფეხბურთელებს კი, დღეს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ, ხოლო 17 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ივარჯიშებენ.
შეგახსენებთ, ხორვატია - საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, პულაში გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ გეგმავს.