სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:15 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" კულიბალის ფასი დაუწია

"ნაპოლი" მზადაა სენეგალის ეროვნული ნაკრების მცველი კალიდუ კულიბალი 69 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაყიდოს. აღნიშნული ინფორმაცია II Mattino-მ გაავრცელა. იტალიური გამოცემის ცნობით, კლუბმა ფეხბურთელის ფასი დაწია, რათა იოლად გაყიდოს და სხვა ტრანსფერებით გუნდი გააძლიეროს.

კულიბალის ყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, თუმცა უცნობია იტალიელები როდის აპირებენ კალიდუს გაყიდვას. სენეგალელი "ნაპოლის" 2014 წელს "გენკიდან" შეუერთდა. მას შემდეგ აფრიკელმა ნეაპოლურ გუნდში 226 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.109954