კალათბურთი

21:51 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმმა” “ტიტებს” დამაჯერებად სძლია – 87:67

სუპერლიგის მე-6 ტურის მესამე მატჩში ერთმანეთს “ტიტები” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდს აქამდე 3-3 მოგება ჰქონდა და ცხრილის ზედა ნახევარში იკავებდა ადგილს, მაყურებელი დაძაბულ ბრძოლას ელოდა. თუმცა, სტუმრებმა საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ (18:18), ბათუმელებმა დარჩენილი სამი მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობით – 87:67 დაამარცხეს მასპინძლები.

ამ მონაცემებით “ბათუმი” “თსუ-სთან” ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. სტუმრებიდან ბომბარდირი ნიკოლა ვუიოვიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 18 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა, 15 ქულა ჰქონდა კოლინ მალკოლმს, ხოლო 13 – ლევან მასხულიას. “ტიტებში” 18 ქულით ბესიკ ლეჟავა გამოირჩა. ტრისტინ უოლეს ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.

0.114518