სხვა

15:10 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველაძემ თურქეთში ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

წარმატებით იასპარეზა თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე შოთა მიშველიძემ, რომელმაც ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 120 კილოგრამი დაძლია და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. აკვრაში კი 146 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 266 კილოგრამი დააგროვა და ასევე პირველ ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეჯიბრზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება.

0.116963