იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეცხრე ტურში ბოსნიის ნაკრები სტუმრად 3:0 დაამარცხა და რეკორდიც დაამყარა.
„სკუარდა აძურამ“ ზედიზედ მეათე თამაში მოიგო, რაც თავის ისტორიაში პირველად მოხდა. აქამდე, იტალიას მიჯრით 9 თამაში ჰქონდა მოგებული (1939 წელს ვიტორიო პოცოს გუნდს), თუმცა, მანჩინის ფორმაციის გუნდმა ეს შედეგი გააუმჯობესა.
იტალიამ შესარჩევ ეტაპზე ცხრავე მატჩი მოიგო და იქამდე ერთი ამხანაგური შეხვედრაც ჰქონდა მოგებული.
რა გასაკვირია, რომ ასეთი შესანიშნავი სერიის ფონზე იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ძალიან ადვილად, ჯერ კიდევ გასულ თვეში გაიფორმა.