ფეხბურთი

0:45 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი შესაძლოა "ატლეტიკოში" გადავიდეს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა შესაძლოა კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ "როხიბლანკოსი" მზადაა ტრანსფერის სანაცვლოდ "ბლაუგრანას" მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რაკიტიჩი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მოედანზე 26 წუთს ატარებს და გუნდის დატოვება სურს. ივანი "ბარსელონაში" 2014 წელს "სევილიადან" გადავიდა. მას შემდეგ ხორვატმა 278 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 34 გოლი და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11022