მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, კოლუმბიის ნაკერების შეკრებაზე ტრავმა მიიღო - გვამცნობს კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
ფეხბურთელმა ვარჯიში მუხლის ტკივილის გამო ვერ ჩაამთავრა. უახლოეს ხანში ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც დადგინდება ტრავმის სირთულე და მოედანზე დაბრუნების თარიღი.
ხამესი კოლუმბიის ნაკრების ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს პერუს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართება.
28 წლის ხამესმა ბოლო ორი სეზონი იჯარის წესით „ბაიერნში“ გაატარა. მაგრამ მიუნხენურ კლუბს ტრანსფერი არ გამოუსყიდია და ზაფხულში კოლუმბიელი „რეალში“ დაბრუბდა.
მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის 7 შეხვედრაში ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემით გამოირჩა.