ფეხბურთი

10:20 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა და პიკემ, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშონ

მადრიდის „რეალის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, არ გამორიცხა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისი მონაწილეობა. მასთან ერთად, შესაძლოა, ტურნირში მონაწილეობა „ბარსელონას“ უკანახაზელმა, ჟერარ პიკემაც მიიღოს.

„მომწონს, როცა ესპანეთის ნაკრებს სხვადასხვა ტურნირებში წარმოვადგენ. მეც, პიკეც და ალბათ ნებისმიერი მოთამაშეც ბედნიერი იქნებოდა ოლიმპიადაზე ეთამაშა.

ცხადია, უპირველესად ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ, მაგრამ ვნახოთ, შემდეგ რა იქნება. ისე კი, ძალიან მაინტერესებს ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ასეთი გამოცდილება ჯერ არ მქონია.“ - ციტირებს რამოსის სიტყვებს BeIn Sports.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას 23 წლამდე ფეხბურთელები იღებენ. ამასთან, ყველა ნაკრებს უფლება აქვს შემადგენლობაში სამი ნებისმიერი ასაკის მოთამაშე შეიყვანოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1239