ფეხბურთი

3:40 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: დაპირისპირება საფრანგეთთან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთს დაუპირისპირდება. გია ცეცაძის გუნდმა მატჩის წინ ნანსიში ბოლო ვარჯიში გამართა.

გუნდში ამჟამად მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ივარჯიშეს. აქვე გეტყვით, რომ მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ტრანსლაციასაც გეგმავს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს სამი მატჩის შემდეგ აქტივში 6 ქულა აქვს.

0.139556