ფეხბურთი

3:30 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ოთარ კაკაბაძე იახლა, რომელიც შვეიცარიაში, „ლუცერნის“ ღირსებას იცავს.

ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, საქართველოს არაერთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მიუღწევია წარმატებისთვის და სირთულის მიუხედავად, მოედანზე გამარჯვებისთვის გავლენ.

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია. შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ასეთი წარმატებული მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ“, - ციტირებს კაკაბაძის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.118112