ფეხბურთი

2:49 | 15.11.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ფავორიტები არ ვართ, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება"
"ეს თამაშიც გამოაჩენს რა დონეზე ვიმყოფებით ამჟამად"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება.

გარდა ამისა, ვაისი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი კარგ კონდიციაში იმყოფება და ეს შეხვედრა გამოაჩენს, რა დონეზე იმყოფება ამჟამად საქართველოს ნაკრები.

„ჩვენ სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორზე და სტადიონზე გვიწევს ვარჯიში. შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, რომ ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს. ირლანდიისა და დანიის წინააღდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, გოლი უნდა გავიტანოთ.

ჩემი აზრით, ჩვენ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენს მერე კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ. გვსურს, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ მაგალითად შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან ბოლო მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ, შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსები 50-50-ზეა. ვთვლი, რომ ფეხბურთელების ხარისხით შვეიცარია ჯგუფში საუკეთესო გუნდია.

მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც. ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები, მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი.

როგორც აღვნიშნე, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში იმყოფება. ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა, სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არ არის ევროპის უმაღლესი საფეხური“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

დეშამი არგენტინასთანაც გადარჩა 2018-ში,იქ მბაპე-გრიზმანი ორივე გაიყვანა და კინაღამ გაუთანაბრა არგენტინამ ბოლოში.დამატებით დროში მოუგებდა არგენტინა გრიზმან-მბაპეს გარეშე დარჩენილ ფრანგებს

18:49 | 29.06.2021
lexo1960 (414)

ვინც ამ თამაშზე იძახის ნაყომარებიაო,ფეხბურთის გაგებაში არ არის)))))) ჩაწყობილი არა შაშაკოლა))))))

15:53 | 29.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ქართველებთან ნატ***აურევი რუსი ქალის ფრთიანი გამოთქმა გამახსენდა გუშინდელ დღეზე - ოი, რაც იკო იკო, ქარგი კი იკო

14:33 | 29.06.2021
mjgiri (8951)

შვეიცარიელებმა სპეიციალურად არ გაიტანეს პენალტი,რომ მერე პენალტების სერიაში მოეგოთ.კიარდა პირიქით,ლორისმა სპეციალურად აიღო პენალტი,რომ მერე პენალტების სერიაში წაეგო შიზა

18:43 | 29.06.2021
lexo1960 (414)

კომანმა სპეციალურად გაარტყა ხარიხას ბოლო წამებზე)))))))

12:41 | 30.06.2021
იკა..იუვე..10 (4132)

კომანი კი არა ღმერთი ყოფილა

12:49 | 29.06.2021
Ioseb Khvadagiani (155)

ყველაფრის წამალი არის უნდა შეეშვათ თამაშს თუ არადა გაგაგიჟებთ ეგეც იგივე დამოკიდებულებაა როგორც ყველაფერზე წამალზე მოსაწევზე დასალევზე და ა.შ ავადმყოფობაა და შიზოფრენიით დამთავრდება ბოლოს რასაც არავის ვუსურვებ რათქამუნდა
საფრანგეთი იყო უსუსტესი ჯგუფში. ჰუმელსის ავტოგოლი, ჩასვრა უნგრეთთან და პორტუგალიასთან ნაჩუქარი პენალტით გაგორებული ფრე. რამე მოგეწონათ ამათ თამაშში? მადლობა უთხრან ლორისს რომ ძირითადშივე არ მოუგო შვეიცარიამ

11:53 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რა უეფა რომელი თამაში მოგეწონათ საფრანგეთის ჯგუფურ ეტაპზე რო შვეიცარია გაეგდოთ მარტივად.საფრანგეთის ჩემპიონობა ყველაზე ნაკლებად მეგონა ამ ევროპაზე

10:17 | 29.06.2021
majlajuna (1024)

ზოგადად ფიფა და უეფა რა მაკვარანცხებიც არიან, ყველამ იცის და მე თუ მკითხავთ, პიკი 2004-ში ქონდათ, საბერძნეთი რომ გააჩემპიონეს, მაგრამ არის კიდევ მეორე მომენტი: დღევანდელი საკლუბო ფეხბურთი სანაკრებოს კლავს, ვარსკვლავები, რომლებიც გრანდებში თამაშობენ, სრულიად გამოფიტულები არიან და ვეღარ დარბიან, შეხედეთ მბაპეს, კანტეს, ვეინალდუმს, ძლივს დაღოღავენ, სამაგიეროდ ეგერ ჩეხეთის უკლასო ფეხბურთელებმა იფრინეს. რეალურად ფეხბურთს ადამიანები თამაშობენ და არა გვარები და სანამ წელიწადში 50 თამაშს ატარებინებენ, თანაც ასეთი დატვირთვებით, ასე გაგრძელდება

10:46 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებს უკლასო არ ეთქმის ნამდვილად. თან გუნდის კლასიც მნიშვნელოვანია, რაც ჩეხეთს აქვს

10:45 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ხოდა მაგის წამალია სუპერ ლიგა. ნაკლები თამაშები და უფრო საინტერესო

12:45 | 29.06.2021
Ioseb Khvadagiani (155)

რა ნაკლები თამაში?
სუპერ ლიგის ფორმატით ნაკლები კი არა 18 თამაში გამოდიოდა ჯგუფურ ეტაპზე და ერთი და იგივე 15 გუნდი იქნებოდა და ითამაშებდნენ ყოველ წელს 5-6-ჯერ ერთმანეთში (შიდა ჩემპიონატში რო შეხვდებოდნენ იმათი ჩათვლით)

10:16 | 29.06.2021
XoMe (1384)

ინგლისი-გერმანიას გამარჯვებული ჩემპიონია...

10:15 | 29.06.2021
XoMe (1384)

შვეიცარიის გმირობა არა იხვის ხარჩო : )))) ამათი აფიორა დდშვც მე :@

09:56 | 29.06.2021
tevdo (542)

კანტეს და მბაპეს ვარსკვლავობა არ გაიშვა სადმე მბაპე ბენზემას მე10000 დი არაა D:

09:20 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

რაც კი ფული იზარალა უეფამ ამ პანდემიისას, გუშინ ათმაგად ამოიღო ხალხის ჯიბეებიდან :დ აბა ამხელა მაყუთის დათმობა როგორია ფეჩერინისთვის და სხვა კორუმპირებული ვირთხებისთვის? მომავალი წლიდან სუპერ ლიგის შექმნა და არა კორუმპირებულ გასიებულ უეფას და ფიფას

09:17 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

აქ ყველაზე სასაცილო და აშკარა მაინც ისაა, რომ ამ ორ თამაშში ხორვატია და შვეიცარია 3-1 ის მერე უკვე იდგნენ და არ თამაშობდნენ. და უცებ ბოლო ორი გოლი გაიტანეს. ჩვეულებრივი დადგმაა და ტოტალიზატორების ცირკი

09:15 | 29.06.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჩემი აზრით ესპანეთმა მესამე ბურთი რასაც ქვია გაატანია ხორვატიას. საფრანგეთმა კიდე მესამე გოლი რომ გაატანია.ეს აშკარაა! ტოტალიზატორზე რომ მიდის თამაში ამას თქმა არ უნდა

07:50 | 29.06.2021
O.KANI (475)

ფეხბურთი არა და ცირკი და შოუ მაგარია, ამ კონკრეტულ საცირკო წარმოგენას დამწყები, ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი კლოუნი კ. მპაპე ასრულებდა დიდი მონდომებით. ეგ ჟეშტის თასი გაუკეთი უნდა ვინც ამ შოუებს დგავს.

02:29 | 29.06.2021
arsena8 (731)

მპაპეეეეეე!!!

0.066013