ფეხბურთი

21:11 | 14.11.2019 | ნანახია 793 - ჯერ

შვეიცარიელი ფეხბურთელები: "ფავორიტები ვართ, მაგრამ საქართველო ძლიერი გუნდია და პირველ მატჩი ძალიან მძიმე იყო"

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი სტეფან ლიხშტაინერი და ნახევარმცველი დენის ზაკარია იახლა.

ორივე ფეხბურთელი ფიქრობს, რომ შვეიცარია ფავორიტია, მაგრამ ადვილ თამაშს არ ელოდებიან. ლიხშტაინერმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე შვეიცარიამ ფავორიტის რანგში ბევრი ქულა დაკარგა.

„კარგად ვივარჯიშეთ და დავხვეწეთ შეთამაშების საკითხი. ვინც აქ არის, აქვთ სათანადო თვისებები და ამიტომ, მე შეშფოთებული არ ვარ. შეტევაში ბევრი ფეხბურთელი გვაკლია? არ არის საჭირო ამაზე მეტისმეტი ფიქრი. მჯერა, რომ ყველამ საკუთარ როლზე და თამაშზე უნდა იფიქროს. რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ, მაგრამ ამ შესარჩევ ციკლში ბევრჯერ ვიყავით ფავორიტები, თუმცა სირთულეები შეგვექმნა და ქულები დავკარგეთ“, - თქვა ლიხშტაინერმა.

„გასახდელში ჯანსაღი ატმოსფეროა, ნაკრების ახალი სახეები გუნდთან ადვილად ინტეგრირდებიან. თბილისში ძალიან მძიმე თამაში გვქონდა და პირველი გოლის გასატანად დიდი დრო დაგვჭირდა. მაგრამ, ახლა ჩვენ ფავორიტები ვართ, საქართველოს ნაკრებზე ძლიერი გუნდი გვყავს და იმედია ამას სენტ გალენში დავამტკიცებთ“, - განაცხადა ზაკარიამ.

შეგახსენებთ, შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას სენტ გალენი უმასპინძლებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხი“ პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:27 | 15.11.2019
araza-1918 (6330)

ლორია-კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა -კანკავა კიტეიშვილი-დავითაშვილი გვილია ყაზაიშვილი-ქვილითაია

00:58 | 15.11.2019
salazar (1835)

გოოოოოოოოოოოოოოოოოლ

01:44 | 15.11.2019
salazar (1835)

ეჰ, წააგეს.

ჩვენზე კარგი გუნდია კოსოვო. უნდა ითქვას.
ერთადერთი შანსი გვაქვს. ყველა ჯანმრთელად უნდა გვყავდეს.

23:14 | 14.11.2019
alfadhirhaiti (7530)

შეუძლებელია ვაისის ხელში ოპტიმისტური განწყობის შექმნა, თუნდაც სან მარინოს ეთამაშებოდე.

22:58 | 14.11.2019
johnsilver (1156)

ამას ჰქვია პროფესიონალიზმი - რასაც თან სდევს პატივისცემა, კულტურული პასუხი და სხვა.

მასე იყვნენ დანიელებიც, გაგვიჭირდება გრუზიასთანო და კი დაგვახიეს ბურთი სახლში.

22:14 | 14.11.2019
--whats--up-- (382)

შვეიცარია ვერ მოიგებს. დარწმუნებული ვარ

21:45 | 14.11.2019
mjgiri (8951)

შვეიცარიის ნაკრებთან თამაში დაგვეხმარება კოსოვოსთან შესაძლო დაპირისპერებისთვის მოსამზადებლად.
კოსოვოსთან თამაშში მთავარი იქნება ბერიშას განეიტრალება.რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ კოსოვარების საყრდენს,არ მივცეთ შეტევების კონსტრუირების საშუალება.ამისთვის კიტეიშვილი ყველაზე კარგი ვარიანტი მოედნის ცენტრში

21:45 | 14.11.2019
mjgiri (8951)

დაცვა არ ჰყავს კოსოვოს.

21:56 | 14.11.2019
salazar (1835)

ნეტა გავიდნენ ჯგუფდან..

21:18 | 14.11.2019
O. Mertskhali (8101)

ასეთი მაღალი წარმოდგენის თუ ხართ საქართველოს ნაკრებზე, ფრეზე შევთანხმდეთ - თქვენც გაწყობთ და ჩვენც DDDD

0.122631