ფეხბურთი

21:42 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ზიდანი ერთადერთია, რომელსაც თამაშის შემდეგ მაისურის გაცვლა ვთხოვე"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კარიერის განმავლობაში მაისურის გაცვლა ერთადერთ ფეხბურთელს თხოვა.

არგენტინელის განცხადებით, თამაშის ბოლოს ასეთი თხოვნით არავის მიმართავს, მაგრამ ზინედინ ზიდანის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა.

„თამაშის ბოლოს მაისურის გაცვლას მე არავის ვთხოვ, მაგრამ ერთხელ ეს გავაკეთე და მაისური ზიდანს ვთხოვე. ზოგადად, თუ მოწინააღმდეგე გუნდში არგენტინელი თამაშობს, მას ვუცვლი. თუმცა, თუ თვითონ არავინ მთხოვს მაისურს, პირველი მე არავის ვთხოვ“, - განაცხადა მესიმ.

0.113068