ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" შემტევი ვილიანი შესაძლოა 2020 წელს "ბარსელონაში" გადავიდეს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, ესპანელები ფეხბურთელთან მოლაპარაკებას იანვარში დაიწყებენ და "ბლაუგრანა" შეეცდება ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდოს.
ვილიანს კლუბთან კონტრაქტის ვადა 2020 წლის ივნისში ეწურება და უფლება აქვს იანვრიდან მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან ოფიციალურად აწარმოოს. ესპანური მედია უკვე ერთი წელიწადია "ბარსელონას" ვილიანისადმი ინტერესზე წერს და ზამთარში დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ვილიანი "ჩელსიმ" 2013 წელს "ანჟიდან" დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 307 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 55 გოლი და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა. "არისტოკრატთა" რიგებში ბრაზილიელი შემტევი ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა, ხოლო ევროპა ლიგა ერთხელ მოიგო.