ტიერი ანრი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება და ამიერიდან MLS-ის ბინადარ „მონრეალს“ გაწვრთნის. კანადური გუნდის ვებვერდის ცნობით, ფრანგ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა მესამის გახანგრძლივების პერსპექტივით.
„მონრეალმა“ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ტიერი ანრი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ანრის აქამდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგული „მონაკოს“ რიგებში უმუშავია. MLS-ში კი, თავის დროზე ფეხბურთელობისას თამაშობდა და „ნიუ-იორკ რედ ბულის“ ღირსებას იცავდა.