ფეხბურთი

18:20 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტამ შესაძლოა აპრილამდე იუქმოს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ შესაძლოა აპრილამდე ვერ ითამაშოს. ესპანური მედიის ცნობით, წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელს თიაქარის პრობლემა აქვს და შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.

გადაწყვეტილებას „როხიბლანკოს“ სამედიცინო შტაბი მიიღებს და თუ დიეგო კოშთას ქირურგიური ჩარევა დასჭირდა, მოედანზე აპრილის თვემდე ვერ გავა.

ეს ნამდვილად ცუდი ამბავი დიეგო სიმეონეს გუნდისთვის. დიეგო კოშტასთვის კი, სეზონი წარუმატებლად დაიწყო, რადგან 15 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი, ახლა კი ლაზარეთში შესაძლოა 5 თვის გატარება მოუწიოს.

0.10935