„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ფრანგული „ნიცას“ მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვიეირამ, ჟურნალისტებს კრიშტიანუ რონალდუს ბოლოდროინდელ ფორმაზე გაუზიარა თავისი აზრი.
„ეს სიტუაცია კარგად უჩვენებს, რა რთულია მწვრთნელობა. რონალდუ გამორჩეული, კლასით სხვებზე გაცილებით მაღლა მდგომი მოთამაშეა. მესისთან და ნეიმართან ერთად, ის დღევანდელი ფეხბურთის სახეა.
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ არ არის დღეს რონალდუ ბედნიერი, გარედან ჩანს, რომ მძიმე დროება უდგას. როცა ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კრიშტიანუა, გოლები ვეღარ გააქვს, ცხადია, იმედგაცრუება ისადგურებს. მაგრამ „იუვენტუსის“ მთავარი ვარსკვლავი თავად „იუვენტუსი,“ გუნდი იყო და ასე იქნება ყოველთვის.“ - ციტირებს ვიეირას სიტყვებს Sky Sport Italia.