2006 - 35 წლის ასაკში აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე გააკეთა განცხადება ხოსეპ გვარდიოლამ. მან კარიერის უდიდესი ნაწილი (1990-2001) “ბარსელონაში” გაატარა და კატალონიელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და თასების თასები, ესპანეთის ჩემპიონობა (ექვსჯერ), “სამეფო თასი” (ორჯერ) მოიპოვა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი დაიმსახურა. პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდა და 2009 წელს კატალონიელებს 6 ტურნირი (ესპანეთის ჩემპიონობა და თასი, ევროპის და ესპანეთის სუპერთასები, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) მოაგებინა. მისი დამრიგებლობით “ბარსელონამ” 2011 წელსაც მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, 2010 და 2011 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა, ხოლო 2011-ში ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები. 2011 წელს “ბარსელონა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახადა. გვარდიოლა კატალონალთა მთავარმწვრთნელობიდან 2012 წელს გადადგა. მოგვიანებით მიუნხენის “ბაიერნი” ჩაიბარა, ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელია.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1926 - საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ფეხბურთის მოყვარულთა წრის ხუთმა წევრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის დაარსების თაობაზე. საბერძნეთი ფიფაში მომდევნო, 1927 წელს გაწევრიანდა. ყველაზე დიდ წარმატებას ბერძნულმა ფეხბურთმა 2004 წელს მიაღწია, როდესაც გერმანელი სპეციალისტის ოტო რეჰაგელის მეთაურობით ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
1957 - დიკ ჰატონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის ლუი ტეცი დაამარცხა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის (NWA) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ორთაბრძოლა კანადის ქალაქ ტორონტოში ჩატარდა.
1963 - საკონტინენტთაშორისო თასის განმეორებით შეხვედრაში “სანტოსმა” “მილანი” 4:2 დაამარცხა. გოლები პელემ (2), ალმორმა და ლიმამ (“სანტოსი”), ხოლო იტალიელთაგან ალტაფინიმ და მორამ (“მილანი”) გაიტანეს. პირველი მატჩი იტალიელებმა ანალოგიური ანგარიშით მოიგეს და დაინიშნა გადათამაშება.
1964 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “დეტროიტ რედ უინგზის” ფორვარდმა, გორდი ჰოუმ 627-ე შაიბა გაიტანა, რითიც NHL-ის რეკორდი დაამყარა.
1966 - კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალი) სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, კლივლენდ უილიამსი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1973 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მერვედფინალისთვის მზადების მიზნით, თურქეთში ტურნე ჩაატარა და პირველ მატჩში სტამბოლის “ბეშიქთაშთან” 0:0 ითამაშა. შეხვედრა ანკარაში გაიმართა. “დინამო”: გოგია, ებრალიძე, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, გავაშელი, ასათიანი, მჭედლიშვილი, გუცაევი, ყიფიანი, ლ. ნოდია (წერეთელი). გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.
1973 - კანადაში მონრეალის 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიადის სპაეციალური მონეტების გამოშვება დაიწყეს.
1973 - ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ბობი მურმა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება 108-დ დაიცვა და სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამ დღეს მურმა ლონდონის “უემბლიზე” იტალიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზა.
1993 - დონ შულა ამერიკულ ფეხბურთში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა. იგი 1963-69 წლებში წვრთნიდა “ბალტიმორ კოლტსს”, ხოლო 1970-95 წლებში “მაიამი დოლფინზის” დამრიგებელი იყო.
1993 - ქალთა შორის ნიუ იორკის 23-ე მარათონული გარბენი უტუ პიპიგმა მოიგო (2:26.24).
1993 - მამაკაცთა შორის ნიუ იორკის 24-ე მარათონული გარბენი ანდრეს ესპინოზამ მოიგო (2:10.04).
2005 - სამხრეთ კორეის ქალაქმა პუსანმა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი გამოთქვა და მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების თაობაზე გააკეთა განცხადება.
2006 - 35 წლის ასაკში აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე გააკეთა განცხადება ხოსეპ გვარდიოლამ. მან კარიერის უდიდესი ნაწილი (1990-2001) “ბარსელონაში” გაატარა და კატალონიელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და თასების თასები, ესპანეთის ჩემპიონობა (ექვსჯერ), “სამეფო თასი” (ორჯერ) მოიპოვა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი დაიმსახურა. Pპეპ გვარდიოლა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდა და 2009 წელს კატალონიელებს 6 ტურნირი (ესპანეთის ჩემპიონობა და თასი, ევროპის და ესპანეთის სუპერთასები, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) მოაგებინა. მისი დამრიგებლობით “ბარსელონამ” 2011 წელსაც მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, 2010 და 2011 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა, ხოლო 2011-ში ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები. 2011 წელს “ბარსელონა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახადა. გვარდიოლა კატალონალთა მთავარმწვრთნელობიდან 2012 წელს გადადგა. მოგვიანებით მიუნხენის “ბაიერნი” ჩაიბარა.
2006 - იტალიური “ასკოლის” მთავარ მწვრთნელად ნალდო სონეტი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ატილიო ტესერა შეცვალა.
2007 - არგენტინული “ველეს სარსფილდის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რიკარდო ლა ვოლპე გადააყენეს.
2009 - საქართველოს რაგბისტთა ეროვნულმა გუნდმა თბილისში ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე არგენტინის A ნაკრებს (“იაგუარებს”) 24:22 სძლია.
2010 - ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს რაგბის პირველობის ფინალში “ლოკომოტივმა” “ლელოს” 16:11 მოუგო და 21-ე საუკუნეში მეშვიდედ მოიპოვა “ბზის თასი”.
2012 - ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა სტივენ ჯერარდმა. ეს სტოკჰოლმში შვედებთან ამხანაგურ მატჩში მოხდა. “ლივერპულის” ნახევარმცველი მე-6 ფეხბურთელია ინგლისის ნაკრების 140 წლიან ისტორიაში, რომელმაც ალბიონელთა ეროვნულ გუნდში 100 და მეტი შეხვედრა ჩაატარა.
ამ დღეს დაიბადნენ
1889 - მაბუნი კენვა. სიტო-რიუ კარატე-დოს დამაარსებელი.
1892 - ჯეიმს მერედიტი. ამერიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1912 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1893 - პიტ მოსკოფსი. ჰოლანდიელი ველოსიპედისტი. 1921, 1924 და 1926 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. მოგებული აქვს “ტურ დე ფრანსი”.
1913 - ელიზავეტა ბიკოვა. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში. ტიტული 1961 წელს ნონა გაფრინდაშვილმა ჩამოართვა.
1927 - ნიაზ (ნიაზბეი) ძიაპშიპა. სოხუმისა (1945) და თბილისის (1946-58) “დინამოს” მცველი. 1951 და 1953 წლებში მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის, ხოლო 1947 და 1950 წლებში ბრინჯაოს მედლები. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 178 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. შეყვანილი იყო “33 საუკეთესოთა” შორის. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1962, 1979-84 წლებში იყო სოხუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი. 1976-77 წლებში იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი.
1954 - ბერნარ ინო. ფრანგი ველოსიპედისტი. “ტურ დე ფრანსის” ხუთგზის ჩემპიონი.
1955 - ჯეკ სიკმა. “სიეტლ სუპერსონიკსისა” და “მილუოკი ბაქზის” კალათბურთელი.
1969 - მარკ ჰენდერსონი. ამერიკელი მოცურავე. 100 მეტრზე ესტაფეტით ბატერფლაის სტილით ცურვაში, 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1972 - ლორი დუპუისი. კანადის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრების წევრი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორი.
1975 - ლუიზაო. ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. გამოდიოდა ბრაზილიის, ესპანეთის, გერმანიის, იაპონიის 2 ათეულამდე კლუბში, მათ შორის “პალმეირასში”, “გრემიოში”, “კორინთიანსში”, “პალმეირასში”, ლა კორუნიას “დეპორტივოში”, ბერლინის “ჰერტაში”. “კორინთიანსის” შემადგენლობაში 2000 წელს მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი.
ამ დღეს გარდაიცვალა
1992 - ერნსტ ჰაპელი. ავსტრიელი მწვრთნელი. საკლუბო დონეზე ჰაპელი წვრთნიდა როტერდამის “ფეიენოორდს”, “ბრიუგეს”, “ჰამბურგს”, ინსბრუკის “ტიროლს”. მოპოვებული აქვს ჰოლანდიის, ბელგიის, გერმანიის ჩემპიონობა. “ფეიენოორდსა” და “ჰამბურგთან” ერთად კი ჩემპიონთა თასი. არგენტინის 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებს და გუნდი ფინალში გაიყვანა. ერნსტ ჰაპელის სახელი დაერქვა ვენის 50 ათასიან “პრატერშტადიონს”. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში.