„ჩიკაგო ბულზის“ 19 წლის ახალწვეული, კობი უაითი, „ნიუ იორკთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (120:102) ორი მიღწევით გამოირჩა.
უაითმა, რომელიც NBA-ს 2019 წლის დრაფტზე მეშვიდე ნომრად აირჩიეს, ამ მატჩში ჯამში 27 ქულა მოაგროვა. აქედან - 23 მეოთხე მეოთხედში. მის ანგარიშზე შვიდი ზუსტი სამქულიანი ტყორცნაა. მამანდე „ჩიკაგოს“ არცერთ მოთამაშეს მოუხერხებია ასეთი რამ ერთ მეოთხედში.
ასევე, უაითი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ერთ მეოთხედში შვიდი სამქულიანი ჩააგდო.