ფეხბურთი

1:10 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელში VAR-ი პენალტს ამოწმებდა და კადრში ავტოსადგომი გამოჩნდა (+VIDEO)

ისრაელის ჩემპიონატის ბოლო ტურში ჰაიფას „მაკაბი“ და იერუსალიმის „ბეითარს“ დაუპირისპირდა. თამაშის ბოლოს საქმეში VAR-ი ჩაერთო და მსაჯი ეპიზოდის გადასამოწმებლად ეკრანთან მივიდა.

როდესაც არბიტრი პენალტის მომენტს გამეორებით ამოწმებდა, მოულოდნელად ეკრანზე თამაშის გამოსახულების ნაცვლად ჰაიფას სტადიონის ავტოსადგომი გამოჩნდა.

აღნიშნულ ეპიზოდზე ქომაგებიც გამხიარულდნენ, რადგან სტადიონზე შეკრებილი პუბლიკაც იმავე კადრებს უყურებდა, რასაც მსაჯი. საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა და პენალტი დაინიშნა, მატჩი კი, „მაკაბიმ“ 3:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11453