ფეხბურთი

0:33 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანტიაგოში მიმდინარე მოვლენების გამო პერუ - ჩილეს მატჩი გაუქმდა

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგო შექმნილი არასტაბილური გარემოს გამო ჩილეს ნაკრებმა პერუსთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა. ამის შესახებ „ლა როხას“ ვებგვერდმა განცხადება ოფიციალურად გაავრცელა.

მატჩი პერუს დედაქალაქ ლიმაში იყო დაგეგმილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაში მაინც არ გაიმართება.

სანტიაგოში საპროტესტო აქციები 18 ოქტომბერს, მეტროს სამგზავრო ღირებულების გაზრდის გამო დაიწყო, რის შემდგომაც ყველაფერი არეულობაში გადაიზარდა და ჩილეს დედაქალაქში ვითარება დღემდე არ დასტაბილურებულა.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული არგენტინა - ურუგვაის სპარინგ მატჩის უნდა გადაიდოს, რომელიც თელ-ავივშია დაგეგმილი. თუმცა, ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენების გამო სამხრეთ ამერიკული დერბი ჩაშლის პირასაა.

0.121092