ჩოგბურთი

23:42 | 13.11.2019 | ნანახია 799 - ჯერ

ნადალის სასწაული

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალმა A ჯგუფში დანილ მედვედევი ურთულეს შეხვედრაში დაამარცხა.

პირველი სეტი მედვედვმა ტაიბრეიკზე 7:6 მოიგო და დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ესპანელმა ადვილად მოახერხა მეორე სეტში გამარჯვება - 6:3.

საქმე გადამწყვეტ სეტზე მიდგა, სადაც მედვედევი 5:1-ს იგებდა და პრაქტიკულად თამაშიც მოგებული ჰქონდა. მიუხედავად ოთხი სეტ პოინტისა, დანილმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ხოლო რაფამ მცირე სასწაული შემოგვთავაზა და მატჩი ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 7:6 მოიგო.

შედეგად, ნადალმა ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრას 15 ნოემბერს, სტეფანოს ციციპასთან ჩაატარებს.

ნადალი - მედვედევი 2:1 (6:7, 6:3, 7:6)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.080237
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
799