ფეხბურთი

23:01 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში მზადება დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ქალაქ ბად ფორისჰოფენში მზადება დაასრულა და ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში ნაკრებთან ერთად მყოფი 24 ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება.

„ჯვაროსნები“ შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენში 14 ნოემბერს, დილით გაემგზავრებიან და ხვალ მატჩისწინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ. იქამდე, დაგეგმილია ვლადიმირ ვაისის წინასამატჩო პრესკონფერენციაც.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს, სენტ გალენში, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115279