ფეხბურთი

20:36 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "ხუთ ბურთთან ერთად მძინავს, ჩემი შეყვარებულები არიან"

„ზალცბურგის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი შესანიშნავ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში 5-ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

შესაბამისად, ნორვეგიელს სახლში ხუთი ბურთი აქვს (ფეხბურთელებს ჰეთ-თრიქის შესრულების გამო საჩუქრად სიმბოლურად ბურთები გადაეცემათ - რედ). ჰოლანდი ამბობს, რომ სწორედ ამ ბურთებთან ერთად სძინავს და ისინი მისი შეყვარებულები არიან.

„მათთან ერთად საწოლში კარგად მძინავს, ყოველდღე ვუყურებ, გოლის გატანა საუკეთესო შეგრძნებაა. ზალცბურგში ხუთი ბურთია და ისინი ჩემი შეყვარებულები არიან (იღიმის).

სატრანსფერო ჭორები, „იუვენტუსი“, „მანჩესტერი“ და „რეალი“? არანაირი კომენტარი. რონალდუსთან ერთად თამაში? ამაზეც არაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ჰოლანდმა.

აქვე გეტყვით, რომ "ზალცბურგის" ახალგაზრდა თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.

0.114371