ფეხბურთი

19:10 | 13.11.2019 | ნანახია 0 - ჯერ

"მილანმა" გულშემატკივრებთან დამშვიდობების საშუალებაც არ მომცა" - რიკარდო მონტოლივომ კარიერა დაასრულა

იტალიელმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. რიკარდომ ამის შესახებ განცხადება იტალიურ მედიაში გაავრცელა და „მილანის“ ხელმძღვანელობაზე წყენაც არ დაუმალავს.

„გადავწყვიტე საფეხბურთო კარიერა დავასრულო. მე და ჩემი ოჯახი მილანში ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია რას გავაკეთებ ამის შემდეგ. „მილანში“ გატარებულმა ბოლო პერიოდმა შეაფერხა საკუთარი თავის რწმენა და ვნება ფეხბურთისადმი. მიუხედავად იმისა, რომ იქ შვიდი წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მათ არ მომცეს საშუალება, რომ საკუთარ გულშემატკივარს დავმშვიდობებოდი. როდესაც ამას ვამბობ არ ვგულისხმობ „მილანს“, როგორც გუნდს, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც კლუბს ხელმძღვანელობდნენ, მირაბელი, გატუზო...“, - თქვა მონტოლივომ.

34 წლის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „ატალანტაში“ (82 მატჩი, 7 გოლი), „ფიორენტინასა“ (259 მატჩი, 19 გოლი) და „მილანში“ უთამაშია (158 მატჩი, 10 გოლი). იტალიის ნაკრების ღირსება კი, 66-ჯერ დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:18 | 15.03.2016
იკა..იუვე..10 (4132)

რა ვაისი რის ვუისი ხალხოოო.. თქვენ მართლა გჯერათ მწვრთნელის რომელიც ფეხბურთელებს ერთ სიტყვასაც ვერ გააგებინებს??? გასაგებია თარჯიმანი ეყოლება მაგრამ ტლაკისკენაა საქმე

16:06 | 14.03.2016
BEERTRANCE (97819)

ჰა ბურთი და მოედანი

14:54 | 14.03.2016
M.U2015 (19400)

ვნახოთ აბა რა იქნება ) ვან გაალი მეგონა მარა ეს Dშვც ამისი არ მიდის და მოკალი

16:06 | 14.03.2016
BEERTRANCE (97819)

ბლოკნოტი აქვს? DDDDDDDDDDDDDD

14:41 | 14.03.2016
UNITY (6719)

მუჯირის მენეჯერულ თვისებებს სულ "ალმაცერად" ვუყურებდი... საღოლ მუმუს თუ მისი გაჩარხულია ეს ამბავი... ნეტავ სულ ასე სასიხარულოდ შევცდე ხოლმე..

14:13 | 14.03.2016
CR7NOLE (15561)

კიდე ხმას ამოიღებენ ეს ქვეყნის წურბელები, არველაძის და სიჭინავას მონები...

სად ერეკლე და სად პურის რიგი ისეთი სხვაობაა...

საღოლ კობი

13:44 | 14.03.2016
საბარსა (2123)

წარმატებები და კონტრაქტის პირობეები უნდა გასაჯაროვდეს

13:33 | 14.03.2016
paatabasket (1253)

დიდი ამბები იყო უცხოელებს ფულს რატო ვუხდითო? კობიაშვილიც მევასება კალაზეც და ქეცბაიაც მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ისე თავიდან ცხადაძე არ მინდოდა მარა ესე გაშვება ნაკრებიდანაც რავი რავი..............

0.072903